ტრენინგი "ინტელი ახალი ხედვა!| პროექტებით სწავლება.პირველი დღე.



2018 წლის 9 ივლისიდან ჩავერთე  ტრენინგში “პროექტებით სწავლება.”
რომელსაც გაუძღვება ტრენერი გიორგი არავიაშვილი.

პირველ დღეს:
  გაგვეცნო  ტრენერი, განგვიმარტა ტრენინგის შინაარსი, მიზნები, სამუშაო  განრიგი;
  კოლეგებმა გავიცანით ერთმანეთი, გავიგეთ ვინ რომელ სკოლაში და რა საგანს ასწავლის,
რაც შემდეგში გამოგვადგება გამოცდილებისა და იდეების ურთიერთგაზიარებისათვის,
ასევე ერთობლივად პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  ვისაუბრეთ ინტელის ძირითადი კურსის რაობაზე, იმაზე თუ როგორ განუვითარებს
მოსწავლეს წარმოსახვით და შემოქმედებით უნარებს, რაც დაეხმარება სწავლის
ხარისხის გაუმჯობესებაში.
 ტრენერმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების  გამოყენების
ეფექტურობაზე, როგორც სწავლებისას , ისე მოსწავლეთა შეფასებისას.
  ვისაუბრეთ სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას ტექნოლოგიების       გამოყენების  ეფექტურობაზე .მეილზე წერილის გაგზავნა , ბლოგის შექმნა, გაჯეტების     დამატება, ახალი გვერდის შექმნა.
  გავიხსენეთ, ბლოგის, ელ.ფოსტის მნიშვნელობა,  დანიშნულება, მუშაობის პრინციპები,
ინსტრუმენტები…..
განვიხილეთ ტრენერის ბლოგზე “ინტელი ახალი ხედვა!”
 (http://intelga.blogspot.com/p/blog-page_87.html) განთავსებული სატრენინგო მასალები.
  საჭიროებამ მოითხოვა და იქვე  შიექმნა რამდენიმე ელ.ფოსტა, ბლოგი.
  იმედი მაქვს, ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება სწავლების პროცესი გავხადო
სახალისო, საინტერესო, მოსწავლეებს მივცე მეტი თავისუფლება სხვადასხვა თემის
დამუშავებისას პროექტზე მუშაობის დროს, რაც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ეს კი დაეხმარება საკუთარი
შესაძლებლობების წარმოჩენაში, თვითშეფასების ამაღლებაში, სხვადასხვა
ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში, დასახული მიზნის   “დაპროექტებასა “
და განხორციელებაში.

Комментарии