მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე - 13.07.2018 წ.

დასაწყისში გავიხსენეთ წინა დღეს გავლილი მასალა, განვიხილეთ ერთმანეთის პროექტის ნიმუშები.
პროექტის გეგმას დავამატეთ 21-ე საუკუნის ის უნარ-ჩვევები და ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნობრივი სტანდარტის და გამჭოლი კომპეტენციების ის მახასიათებლები, რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს ამ პროექტზე მუშაობის პროცესში.
ვიმუშავეთ ჩვენ მიერ შექმნილ ბლოგში, Google.com - Drive-ში  შევქმენით საქაღალდები  პროექტის თემატიკის მიხედვით.  ვისწავლეთ ამ საქაღალდეებში   საჭირო მასალების შენახვა.
ბროშურის შესაქმნელად ინტერნეტიდან მოვიძიეთ სურათები, რომლებიც განვათავსეთ ბროშურის გარეკანსა და გვერდებზე,  აქვე ჩავსვით სტატიების ტექსტები.
ვიმსჯელეთ საკვანძო კითხვების დასმის სტრატეგიაზე.  შინაარსობრივ, ფაქტობრივ და ზოგადი კითხვების შინაარსსა და მნივნელობაზე.  დავიყავით ჯგუფებად, ერთ-ერთი პროექტისთვის შევარჩიეთ და შემდეგ განვიხილეთ, შინაარსობრივი, საკვანძო კითხვები.
  ყველა ის ნაბიჯი რაც დღეს გავიარეთ, დამეხმარება ჩემი პროექტის გეგმის დახვეწაში.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგი "ინტელი ახალი ხედვა!| პროექტებით სწავლება.პირველი დღე.