მეექვსე დღის რეფლექსია





20 ივლისი 2018 წელი
 მეექვსე დღეს , ტრენინგი  დავიწყეთ  საშინაო დავალებების  განიხილვით, შევავსეთ პროექტის გეგმები .
ვისაუბრეთ პროექტის ფარგლებში საავტორო უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების  მნიშვნელობის შესახებ.  გავიხსენეთ Google-ს  ფუნქციები.ვისწავლეთ Drive- ში  Google Forms-იდან კითხვების რედაქტირება  და გაზიარება.ვიმუშავეთ ბუკლეტის ჩექლისტის შედგენაზე. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა. ბლოგზე  შექმნილ პორტფოლიოში  დავამატეთ ბმულები ,  ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე, როგორიცაა მაგალითად ,,ვიზიტორთა სტატისტიკა" და ,,ინტერნეტ რესურსები" და სხვა. განვიხილეთ,  პროექტში,  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და სასწავლო მიზნების თანხვედრის მნიშვნელობა.ვისწავლეთ  როგორ ხდება  DRIVE-ზე  ბუკლეტის და ბუკლეტის ჩექლისტის, პროექტის გეგმის, პროექტის პრეზენტაციის დასრულებული დოკუმენტების  ატვირთვა.
ვისაუბრეთ პრეზენტაციის შექმნის პრინციპებსა და წესებზე, შინაარსობრივ მხარეზე, სლაიდების რაოდენობასა და შრიფტის ზომებზე და იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რაც განსაზღვრავს პრეზენტაციის ხარისხს.
Drive-ში  Nev -ში ავირჩიეთ Google Slides - ი , ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ფორმატი საპრეზენტაციო მასალის შესაქმნელად  და დავიწყეთ პრეზენტაციის შექმნა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგი "ინტელი ახალი ხედვა!| პროექტებით სწავლება.პირველი დღე.