მერვე დღის რეფლექსია

25.07.2018 წელი.
 ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით, გავიხსენეთ წინა დღეს გავლილი საკითხები.
  ჩვენმა კოლეგამ წარმოადგინა მის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო  მასალა, უპასუხა კითხვებს,ტრენერმა გააკეთა კომენტარები, დაურთო შენიშვნები და რჩევები, რაც დაგვეხმარა დაგვენახა ჩვენი შეცდომები და გვემუშავა ხარვეზების აღმოფხვრაზე.
  გავიხსენეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში მოცემული  თემა - მოდული 5, სადაც საუბარია მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ   იმაზე,რომ  პროექტების შეფასებამასწავლებლებს ეხმარება,  შექმნან 21 საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც შეფასებას სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს, ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები.
   ვიმუშავეთ Microsoft office Excel - ის   ელექტრონულ ცხრილებში,  შევავსეთ პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა და შევცვალეთ ინდიკატორები ჩვენი პროექტის შესაბამისად, მოგვეცა 20 წუთი დავალების შესასრულებლად. რის შემდეგაც მოხდა ამ  დავალების განხილვა.
  ტრენერის ბლოგიდან - რესურსები- შეფასება -  დან ჩამოვტვირთეთ  კოლაბორაციული შეფასების რუბრიკის  ნიმუში და  ამ რუბრიკაშიც შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო, რაც შემდეგ განვიხილეთ.
 გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუშს და შევაფასეთ ინდიკატორების მიხედვით.
  შესვენების შემდეგ ელექტონული სახელმძღვანელოდან განვიხილეთ მოდული  6  , ვისაუბრეთ თუ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით. აქვე ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინების საკითხებზე.
  რესურსების ჩანართის ჯგუფში გახსენით  დიფერენცირებისა ტექნოლოგიეების სამუშაო ფურცელი და მოცემოლ კითხვარში სათითაოდ განვიხილეთ თითოეული პუნქტი.
 საინტერესო იყო კონელის კითხვარის, მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტების ,   გაცნობა.  
შევავსეთ კითხვარი, რომელიც დამეხმარება როგორც თვითშეფასებაში , ისე პროექტის შეფასებაში.
 განვიხილეთ  მოდული 7. სადაც საუბარია ტექნოლოგიებით ფასილიტაციაზე.
გადავედით ტრენერის ბლოგზე  -  რესურსები - სასწავლო პროექტის დამხმარე - ფასილიტაცია -  ფოტოგრაფიკა,  ჩამოვტვირთეთ და განვიხილეთ.  
 ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში , მოვუმზადეთ საპრეზენტაციო მასალა , სათაურებითა და ინსტრუქციებით.
 გადავედით  - ინტერნეტ რესურსებში -   ვიდეო გაკვეთილებში,  განვიხილეთ. 
მივიღეთ დავალებები შემდეგი ტრენინგისთვის.
დავიწყეთ რეფლექსიის წერა. 
შევავსეთ  ტრენინგის შეფასების კითხვარი.

  

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგი "ინტელი ახალი ხედვა!| პროექტებით სწავლება.პირველი დღე.