Сообщения

მეშვიდე დღის რეფლექსია

23 ივლისი 2018 წელი ტრენინგის მეშვიდე დღეს კოლეგამ მოახდინა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია, წარდგენისას ტრენერმა დაურთო კომენტარები, რათა მომხდარიყო დაშვებული შეცდომების გააზრება და გათვალისწინება პრეზენტაციის მომზადების დროს. განხილულ იქნა მოდული 4 , სასწავლო ნიმუშების შექმნა , ელ.სახელმძღვანელოდან   (Intel Education Viewer) ;  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  პრეზენტაციის , მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკლისტის შექმნა. მოხდა დაკვირვება პრეზენტაციისა და ჩეკლისტის თანხვედრაზე, მიზნის მისაღწევად პროცედურების თანმიმდევრობის მნიშვნელობაზე. პროექტში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის აქტივობების დაგეგმვის მნიშვნელობაზე. ). ®  Education Viewer

მეექვსე დღის რეფლექსია

20 ივლისი 2018 წელი  მეექვსე დღეს , ტრენინგი  დავიწყეთ  საშინაო დავალებების  განიხილვით, შევავსეთ პროექტის გეგმები . ვისაუბრეთ პროექტის ფარგლებში საავტორო უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების  მნიშვნელობის შესახებ.  გავიხსენეთ Google-ს  ფუნქციები. ვისწავლეთ Drive- ში  Google Forms-იდან კითხვების რედაქტირება  და გაზიარება.ვიმუშავეთ ბუკლეტის ჩექლისტის შედგენაზე. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.  ბლოგზე  შექმნილ პორტფოლიოში   დავამატეთ  ბმულები ,  ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე, როგორიცაა მაგალითად ,,ვიზიტორთა სტატისტიკა" და ,,ინტერნეტ რესურსები" და სხვა.  განვიხილეთ,  პროექტში,  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და სასწავლო მიზნების თანხვედრის მნიშვნელობა. ვისწავლეთ  როგორ ხდება   DRIVE-ზე  ბუკლეტის და ბუკლეტის ჩექლისტის, პროექტის გეგმის, პროექტის პრეზენტაციის დასრულებული დოკუმენტების  ატვირთვა. ვისაუბრეთ პრეზენტაციის შექმნის პრინციპებსა და წე...

მეხუთე დღის რეფლექსია

2018.07.18  ტერენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგზე განხილული საკითხების გახსენებით, განვიხილეთ კოლეგების საშინაო დავალებები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და შევიტანეთ საბაზო უნარ-ჩვევები, ასევე სასწავლო პროცედურები. გადავხედეთ სახელმძღვანელოს რესურსებში პროექტის გეგმებს, რათა უკეთ გაგვეაზრებინა რა  არის სასწავლო პროცედურები და როგორ დაგვეწერა გამართულად. მოვახდინეთ თემატური პრეზენტაციები. გავეცანით ბლოგზე გვერდის შექმნას.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის   მეოთხე   დღე  16.07.2018  წ . ტრენინგი   საშინაო   დავალების   განხილვით   დაიწყო ,  მასწავლებლებმა   კოლეგებს   გააცნეს   მათ   მიერ   მომზადებული   გეგმები ,   აქცენტი   გაკეთდა   მიმართულების   მიმცემ   საკვანძო   კითხვების   დასმაზე .    ყურადღება   გამახვილდა:       ბლოგის ფორმატის   და   ბლოგის bakround -  ის,   შეცვლაზე , პირადი   მონაცემების შევსებასა და   ბლოგზე  განთავსებაზე,     გაჯეტების   შექმნაზე , განხილულ იქნა   გეგმის შევსებისთვის   წინარეცოდნის შეფასების მეთოდები   და ინსტრუმენტები .  

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს მეგობარი? აუცილებელია მეგობარი იყოს ჩვენი ეროვნებისა და მრწამსის? თემატური კითხვები რატომ შეიძლება ვუწოდოთ თბილისს   "მეგობრობის" ქალაქი?  რა არის ტოლერანტობა, შემწყნარებლობა?   შინაარსობრივი კითხვები რომელი მეფის დროს, რომელ საუკუნეში, დაარსდა თბილისი?  რომელი ეროვნების ხალხი ცხოვრობს თბილისში? რა არის :  სინაგოგა, კირხე, მეჩეთი, ტაძარი, ეკლესია? რომელია თბილისის უძველესი ტაძარი? როდის აიგო თბილისში:                                             მეჩეთი?                                                                     სინაგოგა?                  ...

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე - 13.07.2018 წ. დასაწყისში გავიხსენეთ წინა დღეს გავლილი მასალა, განვიხილეთ ერთმანეთის პროექტის ნიმუშები. პროექტის გეგმას დავამატეთ 21-ე საუკუნის ის უნარ-ჩვევები და ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნობრივი სტანდარტის და გამჭოლი კომპეტენციების ის მახასიათებლები, რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს ამ პროექტზე მუშაობის პროცესში. ვიმუშავეთ ჩვენ მიერ შექმნილ ბლოგში, Google.com - Drive-ში  შევქმენით საქაღალდები  პროექტის თემატიკის მიხედვით.  ვისწავლეთ ამ საქაღალდეებში   საჭირო მასალების შენახვა. ბროშურის შესაქმნელად ინტერნეტიდან მოვიძიეთ სურათები, რომლებიც განვათავსეთ ბროშურის გარეკანსა და გვერდებზე,  აქვე ჩავსვით სტატიების ტექსტები. ვიმსჯელეთ საკვანძო კითხვების დასმის სტრატეგიაზე.  შინაარსობრივ, ფაქტობრივ და ზოგადი კითხვების შინაარსსა და მნივნელობაზე.  დავიყავით ჯგუფებად, ერთ-ერთი პროექტისთვის შევარჩიეთ და შემდეგ განვიხილეთ, შინაარსობრივი, საკვანძო კითხვები.   ყველა ის ნაბიჯი რაც დღეს გავიარეთ, დამეხმარება ჩემი პროექ...

მეორე დღის რეფლექსია

11 .07.2018 წელი. ტრენინგის მეორე დღე გავიხსენეთ პირველ დღეს განხილული საკითხები. დავასრულეთ რეფლექსიები. ტრენერთან გადაგზავნეს ბლოგის მისამართები.  მონაწილეებმა წარმოადგინეს  განხილული და გააზრებული სხვადასხვა პროექტი, რის მიხედვითაც შევძლებთ საკუთარი პროექტების დაგეგმვას. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევების  განვითარების მნიშვნელობაზე და სასწავლო სტანდარტთან ერთად ამ უნარ-ჩვევების განმავითარებელიაქტივობების გათვალისწინების აუცილებლობაზე პროექტის დაგეგმვისას.  გავეცანით ბროშურების, ბუკლეტების ნიმუშებს, მათი შედგენის ხერხებს. ვისწავლეთ გამოცემების  ჩექლისტების მომზადება.