Сообщения

Сообщения за июль, 2018

ძველი თბილისის სალოცავები

Изображение

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

27.95.2018წ. მეცხრე დღე დავიწყეთ წინა დღეს გავლილი მასალების გახსენებით. ინტერნეტში,   YouTube  - ზე მოვიძიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი  ვიდეო  და ვისწავლეთ ჩვენ ბლოგზე გაზიარება, ბლოგზე გავხსენით  new  posts    პოსტის სათაურის ველში  პოსტის  სათაურის  ველში  შევიტანე  სათაური ,,ეკოლოგიური პრობლემები"    გადავედით html და  ფურცელზე  ჩავსვით     youtube -იდან  მონიშნული მისამართი.  გადავედით compose რეჟიმში  და  მივეცით publish , გადავედით  ბლოგზე , სადაც  გამოჩნდა  ატვირთული  ვიდეო. ვისწავლეთ ვიდეოს სწრაფად ატვირთვ   YouTube  - დან.  კოლეგებმა მოახდინეს ტრენინგის პროცესში შექმნილი  საკუთარი  პროექტების  პრეზენტაციები. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, თემატურად, შინაარსობრივად, ტექნიკურად  კარგად ორგანიზებული, ტრენერი იყო კარგი ფასილიტატორი,  ამომწურავად,  გასაგებად ხსნიდა საკვანძო საკითხებს,  იძლეოდა კვალიფიციურ განმარტებებს,  რჩევებს.  ტრენინგზე გავლილი მასალები დამეხმარება მომავალში  გავაუმჯობესო ჩემი მუშაობის,  სწავლა-სწავლების ხარისხი,  გავხადო ის საინტერ

თბილისის კათოლიკური ეკლესია

Изображение

ქართველი ებრაელები

Изображение

თბილისის სინაგოგა

Изображение

თბილისის ისტორია

Изображение

მერვე დღის რეფლექსია

25.07.2018 წელი.  ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით, გავიხსენეთ წინა დღეს გავლილი საკითხები.   ჩვენმა კოლეგამ წარმოადგინა მის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო  მასალა, უპასუხა კითხვებს,ტრენერმა გააკეთა კომენტარები, დაურთო შენიშვნები და რჩევები, რაც დაგვეხმარა დაგვენახა ჩვენი შეცდომები და გვემუშავა ხარვეზების აღმოფხვრაზე.   გავიხსენეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში მოცემული  თემა - მოდული 5, სადაც საუბარია მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ   იმაზე,რომ   პროექტების შეფასება მასწავლებლებს ეხმარება,  შექმნან 21 საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც შეფასებას სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს, ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები.    ვიმუშავეთ Microsoft office Excel - ის   ელექტრონულ ცხრილებში,  შევავსეთ პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა და შევცვალეთ ინდიკატორები ჩვენი პროექტის შესაბამისად, მოგვე

მეშვიდე დღის რეფლექსია

23 ივლისი 2018 წელი ტრენინგის მეშვიდე დღეს კოლეგამ მოახდინა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია, წარდგენისას ტრენერმა დაურთო კომენტარები, რათა მომხდარიყო დაშვებული შეცდომების გააზრება და გათვალისწინება პრეზენტაციის მომზადების დროს. განხილულ იქნა მოდული 4 , სასწავლო ნიმუშების შექმნა , ელ.სახელმძღვანელოდან   (Intel Education Viewer) ;  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  პრეზენტაციის , მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკლისტის შექმნა. მოხდა დაკვირვება პრეზენტაციისა და ჩეკლისტის თანხვედრაზე, მიზნის მისაღწევად პროცედურების თანმიმდევრობის მნიშვნელობაზე. პროექტში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის აქტივობების დაგეგმვის მნიშვნელობაზე. ). ®  Education Viewer

მეექვსე დღის რეფლექსია

20 ივლისი 2018 წელი  მეექვსე დღეს , ტრენინგი  დავიწყეთ  საშინაო დავალებების  განიხილვით, შევავსეთ პროექტის გეგმები . ვისაუბრეთ პროექტის ფარგლებში საავტორო უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების  მნიშვნელობის შესახებ.  გავიხსენეთ Google-ს  ფუნქციები. ვისწავლეთ Drive- ში  Google Forms-იდან კითხვების რედაქტირება  და გაზიარება.ვიმუშავეთ ბუკლეტის ჩექლისტის შედგენაზე. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.  ბლოგზე  შექმნილ პორტფოლიოში   დავამატეთ  ბმულები ,  ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე, როგორიცაა მაგალითად ,,ვიზიტორთა სტატისტიკა" და ,,ინტერნეტ რესურსები" და სხვა.  განვიხილეთ,  პროექტში,  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და სასწავლო მიზნების თანხვედრის მნიშვნელობა. ვისწავლეთ  როგორ ხდება   DRIVE-ზე  ბუკლეტის და ბუკლეტის ჩექლისტის, პროექტის გეგმის, პროექტის პრეზენტაციის დასრულებული დოკუმენტების  ატვირთვა. ვისაუბრეთ პრეზენტაციის შექმნის პრინციპებსა და წესებზე, შინაარსობრივ მხარეზე, სლაიდების რაოდენობასა და შრიფტის ზომებზე და იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რაც განსაზღვრავს პრეზენ

მეხუთე დღის რეფლექსია

2018.07.18  ტერენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგზე განხილული საკითხების გახსენებით, განვიხილეთ კოლეგების საშინაო დავალებები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და შევიტანეთ საბაზო უნარ-ჩვევები, ასევე სასწავლო პროცედურები. გადავხედეთ სახელმძღვანელოს რესურსებში პროექტის გეგმებს, რათა უკეთ გაგვეაზრებინა რა  არის სასწავლო პროცედურები და როგორ დაგვეწერა გამართულად. მოვახდინეთ თემატური პრეზენტაციები. გავეცანით ბლოგზე გვერდის შექმნას.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის   მეოთხე   დღე  16.07.2018  წ . ტრენინგი   საშინაო   დავალების   განხილვით   დაიწყო ,  მასწავლებლებმა   კოლეგებს   გააცნეს   მათ   მიერ   მომზადებული   გეგმები ,   აქცენტი   გაკეთდა   მიმართულების   მიმცემ   საკვანძო   კითხვების   დასმაზე .    ყურადღება   გამახვილდა:       ბლოგის ფორმატის   და   ბლოგის bakround -  ის,   შეცვლაზე , პირადი   მონაცემების შევსებასა და   ბლოგზე  განთავსებაზე,     გაჯეტების   შექმნაზე , განხილულ იქნა   გეგმის შევსებისთვის   წინარეცოდნის შეფასების მეთოდები   და ინსტრუმენტები .  

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს მეგობარი? აუცილებელია მეგობარი იყოს ჩვენი ეროვნებისა და მრწამსის? თემატური კითხვები რატომ შეიძლება ვუწოდოთ თბილისს   "მეგობრობის" ქალაქი?  რა არის ტოლერანტობა, შემწყნარებლობა?   შინაარსობრივი კითხვები რომელი მეფის დროს, რომელ საუკუნეში, დაარსდა თბილისი?  რომელი ეროვნების ხალხი ცხოვრობს თბილისში? რა არის :  სინაგოგა, კირხე, მეჩეთი, ტაძარი, ეკლესია? რომელია თბილისის უძველესი ტაძარი? როდის აიგო თბილისში:                                             მეჩეთი?                                                                     სინაგოგა?                                                                               კირხე?                                                                                სომხური ეკლესია? როგორია თითოეულის  არქიტექტურული სახე?  რა მსგავსება და განსხვავებაა ამ არქიტექტურულ ტიპებში?

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე - 13.07.2018 წ. დასაწყისში გავიხსენეთ წინა დღეს გავლილი მასალა, განვიხილეთ ერთმანეთის პროექტის ნიმუშები. პროექტის გეგმას დავამატეთ 21-ე საუკუნის ის უნარ-ჩვევები და ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნობრივი სტანდარტის და გამჭოლი კომპეტენციების ის მახასიათებლები, რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს ამ პროექტზე მუშაობის პროცესში. ვიმუშავეთ ჩვენ მიერ შექმნილ ბლოგში, Google.com - Drive-ში  შევქმენით საქაღალდები  პროექტის თემატიკის მიხედვით.  ვისწავლეთ ამ საქაღალდეებში   საჭირო მასალების შენახვა. ბროშურის შესაქმნელად ინტერნეტიდან მოვიძიეთ სურათები, რომლებიც განვათავსეთ ბროშურის გარეკანსა და გვერდებზე,  აქვე ჩავსვით სტატიების ტექსტები. ვიმსჯელეთ საკვანძო კითხვების დასმის სტრატეგიაზე.  შინაარსობრივ, ფაქტობრივ და ზოგადი კითხვების შინაარსსა და მნივნელობაზე.  დავიყავით ჯგუფებად, ერთ-ერთი პროექტისთვის შევარჩიეთ და შემდეგ განვიხილეთ, შინაარსობრივი, საკვანძო კითხვები.   ყველა ის ნაბიჯი რაც დღეს გავიარეთ, დამეხმარება ჩემი პროექტის გეგმის დახვეწაში.

მეორე დღის რეფლექსია

11 .07.2018 წელი. ტრენინგის მეორე დღე გავიხსენეთ პირველ დღეს განხილული საკითხები. დავასრულეთ რეფლექსიები. ტრენერთან გადაგზავნეს ბლოგის მისამართები.  მონაწილეებმა წარმოადგინეს  განხილული და გააზრებული სხვადასხვა პროექტი, რის მიხედვითაც შევძლებთ საკუთარი პროექტების დაგეგმვას. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევების  განვითარების მნიშვნელობაზე და სასწავლო სტანდარტთან ერთად ამ უნარ-ჩვევების განმავითარებელიაქტივობების გათვალისწინების აუცილებლობაზე პროექტის დაგეგმვისას.  გავეცანით ბროშურების, ბუკლეტების ნიმუშებს, მათი შედგენის ხერხებს. ვისწავლეთ გამოცემების  ჩექლისტების მომზადება. 

ტრენინგი "ინტელი ახალი ხედვა!| პროექტებით სწავლება.პირველი დღე.

2018 წლის 9 ივლისიდან ჩავერთე  ტრენინგში “პროექტებით სწავლება.” რომელსაც გაუძღვება ტრენერი გიორგი არავიაშვილი. პირველ დღეს:   გაგვეცნო  ტრენერი, განგვიმარტა ტრენინგის შინაარსი, მიზნები, სამუშაო  განრიგი;   კოლეგებმა გავიცანით ერთმანეთი, გავიგეთ ვინ რომელ სკოლაში და რა საგანს ასწავლის, რაც შემდეგში გამოგვადგება გამოცდილებისა და იდეების ურთიერთგაზიარებისათვის, ასევე ერთობლივად პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.   ვისაუბრეთ ინტელის ძირითადი კურსის რაობაზე, იმაზე თუ როგორ განუვითარებს მოსწავლეს წარმოსახვით და შემოქმედებით უნარებს, რაც დაეხმარება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.  ტრენერმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების  გამოყენების ეფექტურობაზე, როგორც სწავლებისას , ისე მოსწავლეთა შეფასებისას.   ვისაუბრეთ სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას ტექნოლოგიების       გამოყენების  ეფექტურობაზე .მეილზე წერილის გაგზავნა , ბლოგის შექმნა, გაჯეტების     დამატება, ახალი გვერდის შექმნა.   გავიხსენეთ, ბლოგის, ელ.ფოსტი